პროექტი ''დიდოსტატის მარჯვენა''
მთავარი თემა : სვეტიცხოვლის მშენებლობასთან დაკავშირებული საინტერესო ლეგენდის გაცნობა.
აქტუალობა : ამ პროექტით მოსწავლეები ისაუბრებენ ფილმში მიღებულ შთაბეჭდილებებზე , განწყობებზე , გაიღრმავებენ ფანტაზიას , განიხილავენ იმ პრობლემებს რომელიც თან ახლდა მე-11 საუკუნის საქართველოს , ეს პროექტი დაეხმარება მათ იმ პერიოდის კულტურული ყოფის გაცნობაში.
მიზანი : ა ) ქართული თეატრისა და კინოს ოსტატების გაცნობა.
ბ) ფილმ "დიდოსტატის მარჯვენის" განხილვა , მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორაა ასახული მასში მეთერთმეტე საუკუნის საქართველოსათვის დამახასიათებელი კულტურული გარემო.
მონაწილეთა ასაკი : მე-10 კლასი .
ვადების განგრძლივობა : 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები : ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლის გაცნობა , კრიტიკული აზროვნების , საკუთარი პოზიციის დასაბუთებისა და საკომუნიკაციო უნარ - ჩვევების განვითარება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : კომპიუტერი , პროექტორი .
პროექტის მსვლელობა : ● ნახეთ ფილმი "დიდოსტატის მარჯვენა"
● იმსჯელეთ , როგორაა ასახული ფილმში მე - 11 საუკუნის საქართველოს კულტურული გარემო.
- რომელი არქიტექტურული ძეგლებია ფილმში ნაჩვენები , როგორია ინტერიერი , დეკორაციები.
- როგორია კოსტიუმები .
- როგორაა ასახული ყოფითი სცენები , ნადიმი , ნადირობა და ა.შ
- წარმოადგინეთ პრეზენტაციაზე ერთობლივი ნამუშევრის შესახებ .
ხელმძღვანელი : ირმა კაკრიაშვილი
ელ - ფოსტა : kakriashviliirma@gmail.com
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმის შკალა
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
საუკეთესო
|
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
|
მოუწესრიგებელია,არ შეესაბამება შინაარსს
|
მოწესრიგებულია, ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარს
|
მეტ - ნაკლებად მოწესრიგებულია , ზოგადად , შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
|
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს
|
ორიგინალობა
|
არ არის ორიგინალური
|
მინიმალურად ორიგინალურია
|
საკმარისად ორიგინალურია
|
მთლიანად ორიგინალურია
|
დავალებასთან შესაბამისობა
|
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
|
მიჰყვება ინსტრუქციათაგან მხოლოდ ზოგიერთს
|
მიჰყვება ინსტრუქციებს თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად
|
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის შესრულებული.
|
მთლიანი შთაბეჭდილება
|
მიზანი არ არის მიღწეული, ან მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული
|
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი, გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა
|
მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნა,ზოგადად,
გათვალისწინებულია |
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.
|
No comments:
Post a Comment